1773767869
უცხოეთი
ისრაელის პრემიერი: ჩვენ ძირს ვუთხრით ირანულ რეჟიმს იმ იმედით, რომ ადამიანებს მისი დამხობის შესაძლებლობა მიეცემათ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ალი ლარიჯანის ლიკვიდაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისრაელი მოკავშირეებთან ერთად ძირს უთხრის ირანულ რეჟიმს იმ იმედით, რომ ადამიანებს მისი დამხობის შესაძლებლობა მიეცემათ.
„ჩვენ ძირს ვუთხრით რეჟიმს იმ იმედით, რომ ადამიანებს მისი დამხობის შესაძლებლობა მიეცემათ. ეს სწრაფად არ მოხდება და მარტივი არ იქნება. მაგრამ, თუ ჩვენ სიმტკიცეს გამოვიჩენთ, მივცემთ მათ შესაძლებლობას საკუთარ ხელში აიღონ თავიანთი ბედი“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.