ისრაელის პრემიერი: აშშ-სა და ისრაელის ირანზე დარტყმები აუცილებელი იყო
აშშ-სა და ისრაელის ირანზე დარტყმები აუცილებელი იყო, რადგან მათ გარეშე ირანი ბირთვულ პოტენციალს გაძლიერება რამდენიმე თვეში, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ 2025 წლის ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შემდეგ, ირანელმა სამხედროებმა და სპეციალისტებმა ახალი ობიექტების მშენებლობა დაიწყეს, მათ შორის „მიწისქვეშა ბუნკერების“, სადაც ბალისტიკური რაკეტებისა და ატომური ბომბების შემუშავება იქნებოდა შესაძლებელი.
ამასთან, ჟურნალისტმა ნეთანიაჰუს ჰკითხა: „არსებობს ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტრამპი ამ ომში ჩაითრია“, რაზეც ნეთანიაჰუმ აღნიშნა:
„ეს სასაცილოა. დონალდ ტრამპი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ლიდერია. ის აკეთებს იმას, რაც, მისი აზრით, სწორია ამერიკისა და მომავალი თაობებისთვის“.