1731604184
უცხოეთი
ისრაელის იერიშს ბეირუთში სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა - ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო
სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 117 დაშავდა ბეირუთის ცენტრალურ ნაწილზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად. ამის შესახებ france24 ლიბანის ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
მომხდარს წინ უძღოდა ლიბანში გაეროს სამშვიდობო ძალების განცხადება, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის სამხრეთში ისრაელის ტანკებიდან გასროლის შედეგად მათი შტაბ-ბინის ორი თანამშრომელი დაიჭრა.
ლიბანური მხარის თქმით, ეს, გასული თვის შემდეგ, ისრაელის მხრიდან ქალაქზე მიტანილი მესამე იერიშია.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებში გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე მორიგი ავიაიერიში მიიტანეს.