Loading data...
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ბეირუთში „ჰეზბოლას“ 30-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე მორიგი ავიაიერიში მიიტანეს. 

სამხედროების ცნობით, გასულ ღამესა და დღეს დილით განხორციელებული დარტყმების სამიზნე „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრები, იარაღის საცავები და სხვა ინფრასტრუქტურა იყო. 

მათივე თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში დაჰიეში „ჰეზბოლას“ 30-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში.  

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლას“ ობიექტები განთავსებული იყო დასახლებული ტერიტორიის შუაგულში. მათ ტერორისტული დაჯგუფება ადამიანების ფარად გამოყენებაში დაადანაშაულეს. 

საჰაერო იერიშამდე ისრაელის ძალებმა რეგიონში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.