Loading data...
ისრაელის ავიაიერიშების შედეგად იემენელი ჰუსიტების პრემიერ-მინისტრი აჰმედ ალ-რაჰავი დაიღუპა

ისრაელის ავიაიერიშების შედეგად იემენელი ჰუსიტების პრემიერ-მინისტრი აჰმედ ალ-რაჰავი დაიღუპა. ინფორმაციას იემენელი ჰუსიტები ადასტურებენ.

მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, რამდენიმე სხვა ოფიციალური პირიც დაიღუპა მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა იემენის დედაქალაქი სანა დაბომბეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, იუსტიციის, სპორტის, სოციალურ საქმეთა და შრომის მინისტრები.