Loading data...
ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას დაუბრუნდა

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ის უბრუნდება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „აღსრულებას“, მას შემდეგ, რაც მან პალესტინური მებრძოლი დაჯგუფების წინააღმდეგ „მნიშვნელოვანი დარტყმები“ განახორციელა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი ისრაელის მთავრობის დირექტივებს შეესაბამება და აღნიშნეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას „ძლიერი რეაგირება“ მოჰყვება. 

ცნობისთვის, 19 ოქტომბერს ისრაელმა და „ჰამასმა“ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.