Loading data...
ისრაელი ირანთან ხანგრძლივი ომისთვის ემზადება - The Times Of Israel

„ისრაელი ემზადება ირანთან ომის გარდაუვალი განახლებისთვის, რომელიც შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს“, - The Times Of Israel-ის ცნობით, ამის შესახებ ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა „მე-12 არხს“ ანონიმურობის პირობის დაცვით განუცხადა.

„ამერიკელებს ესმით, რომ მოლაპარაკებები ირანთან არსად მიდის“, – აცხადებს ისრაელის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.

„ჩვენ ვემზადებით და ტრამპის საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით. უფრო მეტი 24 საათის განმავლობაში გვეცოდინება“, - განუცხადა წყარომ ისრაელის მედიას.