Loading data...
ისრაელი ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებში აშშ-ის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას 24-48 საათში ელოდება - ისრაელელი ოფიციალური პირი

ისრაელი კვლავ ელის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეუერთდება ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებს, - განუცხადა ისრაელის ოფიციალურმა პირმა The Times of Israel-ს.

„მოლოდინია, რომ ისინი შეუერთდებიან, მაგრამ მათ არავინ აიძულებს ამის გაკეთებას. თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ამის შესახებ უახლოეს 24-48 საათში გავიგებთ“, - ამბობს ოფიციალური პირი. 

ამასთან, მისივე თქმით, ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი სრულ კოორდინაციაშია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის მიმართ მუქარასთან დაკავშირებით: „კაცი განცხადებებს ყოველთვის ნეთანიაჰუს თხოვნის შესაბამისად აკეთებს. ის ამას დამოუკიდებლად არ აკეთებს“.

ცნობისთვის, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი „პასუხს აგებს ომის დანაშაულებისთვის“.