1750321687
უცხოეთი
ისრაელ კაცი: ირანელი მშიშარა დიქტატორი ღრმა ბუნკერში ზის, ალი ხამენეი პასუხს აგებს ომის დანაშაულებზე

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი „პასუხს აგებს ომის დანაშაულებისთვის“.
მისი თქმით, ისრაელში, სოროკას საავადმყოფოზე ირანმა იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა.
„ირანელი მშიშარა დიქტატორი ღრმა ბუნკერში ზის და განზრახ იწყებს თავდასხმებს ისრაელის საავადმყოფოებისა და საცხოვრებელი შენობების მიმართულებით. ხამენეი პასუხს აგებს თავის დანაშაულებზე“, - აღნიშნა ისრაელ კაცმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, „ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალეს, ირანის სტრატეგიული ობიექტებისა და თეირანის მთავრობასთან დაკავშირებული ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების გაძლიერება, რათა აღმოფხვრან ისრაელის სახელმწიფოსთვის არსებული საფრთხეები“.