Loading data...
ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 45 დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კიდევ 45 დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ტომი პიგოტი ვაშინგტონში მოლაპარაკებების მესამე რაუნდს „ძალიან პროდუქტიულად“ აფასებს. როგორც მან აღნიშნა, ეს შემდგომი პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 16 აპრილს ამოქმედდა. მოლაპარაკებები 2 და 3 ივნისს განახლდება. გარდა ამისა, 29 მაისს პენტაგონში ორივე ქვეყნიდან სამხედრო დელეგაციების შეხვედრები დაიწყება.