ისრაელი აცხადებს, რომ გუშინ დაბრუნებული ოთხი მძევლის ცხედრიდან ერთი, სავარაუდოდ, პალესტინელს ეკუთვნის

ისრაელის სამხედროების ცნობით, სამი ისრაელელი მძევლის ცხედარი, რომლებიც „ჰამასმა“ 14 ოქტომბერს, გვიან ღამით დააბრუნა, იდენტიფიცირებულია, ხოლო მეოთხე ცხედრის ექსპერტიზა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ვარაუდობენ, რომ ის პალესტინელს ეკუთვნის.
იდენტიფიცირებული ცხედრები ეკუთვნით ურიელ ბარუხს, ტამირ ნიმროდის და ეიტან ლევის.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ ოჯახებს ეცნობათ „იდენტიფიკაციის პროცესის დასრულების შემდეგ“.
არც ისრაელის თავდაცვის ძალები და არც პრემიერ-მინისტრის ოფისი არ ახსენებენ „ჰამასის“ მიერ გადაცემულ მეოთხე ცხედარს, რომელიც, სავარაუდოდ, პალესტინელს ეკუთვნის.
„ისრაელის მთავრობა იზიარებს ბარუხის, ნიმროდის და ლევის ოჯახების, ასევე დაღუპული მძევლების ოჯახების ღრმა მწუხარებას“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ბარუხი 35 წლის იყო, როდესაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ნოვას ფესტივალზე, სამხრეთ ისრაელში „ჰამასის“ მებრძოლების თავდასხმების დროს გაიტაცეს.
ლევი, რომელიც იმავე დღეს მძევლად აიყვანეს, 53 წლის იყო და მას შემდეგ მოკლეს, რაც მეგობარი კიბუც ბირიში დატოვა.
18 წლის ნიმროდი ჯარისკაცი იყო, რომელიც ღაზას საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე დააკავეს.
ნიმროდის შესახებ მძევლებისა და დაკარგული ოჯახების ფორუმმა განაცხადა, რომ ის „ცოცხლად დაატყვევეს“ და „ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვებს ემსხვერპლა“.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი აცხადებს, რომ „ჰამასი“ „ვალდებულია, შეასრულოს შუამავლების წინაშე აღებული ვალდებულებები და დააბრუნოს [დარჩენილი ცხედრები], შეთანხმების განხორციელების ფარგლებში“.
„ჩვენ ამ საკითხზე კომპრომისზე არ წავალთ და ძალისხმევას არ დავიშურებთ, ვიდრე ყველა დაღუპულ მძევალს არ დავაბრუნებთ, თითოეულ მათგანს“, - განაცხადა ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ.