Loading data...
ისრაელი აფრთხილებს ტრამპს, რომ მზად არის, მოკავშირეების გარეშე ირანზე იერიში მიიტანოს - The Jerusalem Post

„ისრაელმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ მზადაა ცალმხრივად იმოქმედოს, თუ ირანი ბალისტიკური რაკეტების განვითარებასთან დაკავშირებით მის მიერ დადგენილ წითელ ხაზს გადაკვეთს. იერუსალიმი ირანის სარაკეტო პროგრამას თავისი უსაფრთხოებისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს“,  - იტყობინება The Jerusalem Post ისრაელის უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით.

წყაროების ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში ისრაელის თავდაცვის წარმომადგენლებმა ამერიკელ კოლეგებთან დახურული, მაღალი დონის კონსულტაციების სერია გამართეს, რომლის დროსაც მათ გამოთქვეს განზრახვა, საჭიროების შემთხვევაში, გაანადგურონ ირანის სარაკეტო შესაძლებლობები და საწარმოო ინფრასტრუქტურა.

„ჩვენ ამერიკელებს ვუთხარით, რომ თუ ირანი ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით ჩვენს მიერ დადგენილ წითელ ხაზს გადაკვეთს, ჩვენ ირანზე იერიშს მივიტანთ“, - ამბობს ერთ-ერთი წყარო. 

მისივე თქმით, ისრაელი ყურადღებით აკვირდება მოვლენებს. 

ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისრაელი არ მისცემს ირანს უფლებას, აღადგინოს თავისი სტრატეგიული შეიარაღების სისტემები ისეთი მასშტაბით, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ისრაელს.