ისრაელ კაცი: ისრაელი სირიის ბუფერულ ზონას არ დატოვებს, ალ-შარაა „ჰერმონის მთას ახედავს და ისრაელის თავდაცვის ძალებს დაინახავს“
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა სამხრეთ სირიაში მდებარე ბუფერულ ზონაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ისრაელის სამხედროები ამ ზონას არ დატოვებენ.
„ჩვენ ჰერმონის მთიდან და უსაფრთხოების ზონიდან არ წავალთ, სანამ ისრაელის სახელმწიფოს ჯიჰადისტური საფრთხეები ემუქრება. სირიის პრეზიდენტისთვის გზავნილი ნათელია - როდესაც დილით დამასკოს სასახლეში გაიღვიძებთ, ჰერმონის მთას ახედავთ და ისრაელის თავდაცვის ძალებს დაინახავთ, იცოდეთ, რომ ჩვენ აქ ჩვენი თემებისა და საზღვრის დასაცავად ვართ“, - განაცხადა მან.
კაცმა დასძინა, რომ ისრაელმა „იმოქმედა თურქეთის მცდელობის წინააღმდეგ, ფეხი მოეკიდებინა სირიაში, ამავდროულად, საფრთხე შეექმნა ისრაელის უსაფრთხოების ინტერესებისთვის“, რითაც მიანიშნა გასულ კვირას სირიის ავიაბაზაზე განხორციელებულ დარტყმებზე.
„ჩვენ ეს მკაფიოდ განვაცხადეთ და მომავალშიც ამ პოზიციაზე ვიქნებით“, - აღნიშნა მან.