1760881021
უცხოეთი
ისრაელ კაცი: „ჰამასი“ მწარე გამოცდილებით ისწავლის, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, დაიცვან თავიანთი ჯარისკაცები

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ „ჰამასი“ მწარე გამოცდილებით ისწავლის, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები არ დაუშვებენ ჯარისკაცებისთვის ზიანის მიყენებას.
კაცის თქმით, მან ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა, „გადამწყვეტად იმოქმედონ ღაზაში „ჰამასის“ ტერორისტული სამიზნეების წინააღმდეგ“.
„ჰამასი“ დღეს მწარე გამოცდილებით ისწავლის, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, დაიცვან თავიანთი ჯარისკაცები და თავიდან ააცილონ ნებისმიერი ზიანი.
„ჰამასი“ მძიმე ფასს გადაიხდის ნებისმიერი სროლისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევისთვის და თუ ამ გზავნილს არ გაიგებენ, ჩვენი მხრიდან რეაგირების ინტენსივობა გაიზრდება“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.