Loading data...
ისრაელ კაცი: ღაზაში ამჟამად მთავარი სტრატეგიული მიზანი „ჰამასის“ გვირაბების განადგურებაა, რომელთა 60% ხელუხლებელია

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ამჟამად ღაზაში „ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზანი“ „ჰამასის“ გვირაბების განადგურებაა, რომელთა 60% ჯერ კიდევ ხელუხლებელია.

„ჩემი აზრით, ღაზას დემილიტარიზაცია „ჰამასის“ ტერორისტული გვირაბების განადგურებით, „ჰამასის“ განიარაღებასთან ერთად, ღაზაში გამარჯვების მიღწევის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზანია“, - ნათქვამია კაცის განცხადებაში.

ის აღნიშნავს, რომ „ყველაზე გადაუდებელი მისია, რა თქმა უნდა, ყველა დაღუპული მძევლის სახლში დაბრუნებაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ წმინდა და მნიშვნელოვანი მისიის შესასრულებლად“.

კაცი აცხადებს, რომ მან დაავალა ისრაელის თავდაცვის ძალებს, „გვირაბების განადგურება ცენტრალურ ამოცანად ექციათ“.

„ეს ხდება იმ დიალოგის პარალელურად, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ აშშ-ის წარმომადგენლებთან, ვიცე-პრეზიდენტიდან და სახელმწიფო და თავდაცვის მდივნებიდან დაწყებული, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებით და ცენტრალური სარდლობის მეთაურებით დამთავრებული, საკითხის მნიშვნელობის შესახებ, ასევე იმის შესახებ, თუ რამდენად საჭიროა პრეზიდენტ ტრამპის გეგმის განხორციელება და მათი პასუხისმგებლობის ქვეშ დარჩენილ ტერიტორიაზე ყველა ტერორისტული გვირაბის საფუძვლიანი დემონტაჟი და განადგურება, „ჰამასის“ განიარაღებასთან ერთად“, - დასძენს კაცი.