1787214747
უცხოეთი
ისრაელ კაცი: ერდოღანისთვის უკეთესი იქნება, თურქეთის პარლამენტში ისრაელის წინააღმდეგ ცარიელი, ბოდვითი გამოსვლები გააგრძელოს, ვიდრე ისრაელის თავდაცვისუნარიანობის გამოცდას შეეცადოს
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „თურქეთს სირიაში სახიფათო თავგადასავლებში ითრევს“.
კაცის ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ამ კვირაში სირიის საჰაერო ბაზა დაბომბეს. მიზეზად დასახელდა ობიექტზე თურქული სამხედრო ძალების კონცენტრაცია, რასაც დამასკოც და ანკარაც უარყოფენ.
„ისრაელი არავის მისცემს უფლებას, მის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას. ერდოღანისთვის უკეთესი იქნება, თურქეთის პარლამენტში ისრაელის წინააღმდეგ ცარიელი, ბოდვითი გამოსვლები გააგრძელოს, ვიდრე ისრაელის თავდაცვისუნარიანობის გამოცდას შეეცადოს“, - დაწერა კაცმა სოციალურ ქსელში.