1785243673
უცხოეთი
ისრაელ კაცი: ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ირანის ენერგეტიკულ სამიზნეებს დავარტყათ, თუმცა აშშ ამჟამად ამას არ ამტკიცებს
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ისრაელს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს უკრძალავს.
„ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ირანის ენერგეტიკულ სამიზნეებს დავარტყათ. შეერთებული შტატები ამჟამად ამას არ ამტკიცებს იმის შიშით, რომ ირანი თავს დაესხმება მეზობელ ქვეყნებს, რაც ნავთობის გლობალურ კრიზისს გამოიწვევს“, - განაცხადა მან.
„რაც შეგვეხება ჩვენ, მზად ვართ [ირანი] 40 წლით უკან დავხიოთ“, - დასძინა კაცმა.