Loading data...
ისპაჰანში სარაკეტო ბაზაზე ძლიერი აფეთქებები იყო - მედია

ისპაჰანში სარაკეტო ბაზაზე ძლიერი აფეთქებები იყო. 

 BBC Verify-მ სოციალურ მედიაში 1-ელ აპრილს გავრცელებული სამი ვიდეო გადაამოწმა, პირველ ვიდეოში ისპაჰანის სამხრეთის სარაკეტო ბაზის მახლობლად ჰაერში კვამლისა და ცეცხლმოკიდებული ნანგრევების დიდი ღრუბელი ჩანს.

ბაზა ცენტრალურ ირანში, ისპაჰანის სამხრეთით, მთის ქედის კიდეზე მდებარეობს.

ბაზის ჩრდილოეთით გადაღებულ კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს ხანძრისა და აფეთქების შედეგად მთებზე ამომავალი კვამლი.

შეგახსენებთ, ირანში კონფლიქტის დაწყებიდან 34-ე დღე გავიდა. 

ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტით სარგებლობის ნებას დართავს იმ ქვეყნებს, რომლებიც შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან კავშირში არ არიან.