1784790650
უცხოეთი
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, მან ჰორმუზის სრუტეში ტანკერი ააფეთქა
ნავთობით დატვირთული ტანკერი, რომელსაც ირანთან შეუთანხმებლად ჰორმუზის სრუტის გავლა სურდა, ნაღმზე აფეთქდა, რომელიც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ამ მარშრუტზე განათავსა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ნავთობით დატვირთული სამი ტანკერი „ამერიკული ჯარის გავლენით“ დანაღმულ მარშრუტზე გავლას ცდილობდნენ, მაგრამ აფეთქებისა და ძლიერი ხანძრის შემდეგ უკან გაბრუნდნენ.
„რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ცნობით, მისი სამხედრო-საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე ამ რეგიონში აშშ აგრესიულ ქმედებებს გააგრძელებს და ირანთან შეუთანხმებლად სრუტის გავლას ვერც ერთი გემი ვერ შეძლებს.