„ისინი, ვინც დააზიანეს და თავს დაესხნენ პრეფექტურებსა და ბიზნესობიექტებს, გაძარცვეს მერიებიც კი, დაისჯებიან“ - ემანუელ მაკრონი საპროტესტო აქციებზე
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ძალადობას ადგილი არ აქვს.
მისი თქმით, პირებს, რომლებმაც შენობები დააზიანეს და თავს დაესხნენ, ასევე, გაძარცვეს მერიები, კანონის მთელი სიმკაცრით მოეთხოვებათ პასუხი.
„ჩვენს რესპუბლიკაში ძალადობას ადგილი არ აქვს. მათ, ვინც დააზიანეს და თავს დაესხნენ პრეფექტურებსა და ბიზნესობიექტებს, გაძარცვეს მერიებიც კი, კანონის მთელი სიმკაცრით მოეთხოვებათ პასუხი და დაისჯებიან.
სამართალდამცველებს, რომლებიც დემონსტრაციების გამართვის უფლების დაცვის გარანტები არიან, მხარდაჭერას ვუცხადებ.
ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით ქაოსის მთესველთა წინააღმდეგ, რომელთა ერთადერთი მიზანი ჩვენი ინსტიტუტების დამხობა და იმ ადამიანებისთვის ხელის შეშლაა, რომლებიც საკუთარ მოთხოვნებს მშვიდობიანად აჟღერებენ“, - წერს მაკრონი.
Aucune place pour la violence dans notre République. Ceux qui ont cassé, attaqué les préfectures comme les commerces, pillé jusqu’à nos mairies, seront poursuivis et punis. Aux forces de l’ordre, garantes du droit à manifester, je dis le soutien de la Nation. Nous ferons tous bloc face aux semeurs de chaos, qui ne cherchent qu’à abattre nos institutions et empêchent ceux qui expriment pacifiquement leurs revendications de le faire.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) October 17, 2026