1782366218
უცხოეთი
IRGC იმუქრება, რომ სამიზნედ აქცევს გემებს, რომლებიც ჰორმუზის ახალ მარშრუტს ირანის თანხმობის გარეშე გამოიყენებენ
„ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი“ აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილება მხოლოდ იმ მარშრუტებით უნდა მოხდეს, რომლებსაც ირანი ამტკიცებს.
„თუ რომელიმე ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია ირანის თანხმობის გარეშე ახალ საზღვაო დერეფანს გამოაცხადებს, თეირანი ამას არ მიიღებს“, - განაცხადა „ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა“.
IRGC აფრთხილებს, რომ ის ზომებს მიიღებს იმ გემების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის მოთხოვნებს არ დაემორჩილებიან.