1772268165
უცხოეთი
ირანული მედიის ცნობით, მასუდ პეზეშკიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი „სრულად ჯანმრთელადაა“, - იტყობინება ირანის საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმი“ პრეზიდენტთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი საჰაერო დარტყმების სამიზნეებს შორის ირანის პრეზიდენტიც იყო.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის საჰაერო დარტყმები დაადასტურა და ირანელ ხალხს მოუწოდა, ისარგებლონ შესაძლებლობით და ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება.