Loading data...
ირანული მედია უარყოფს ცნობებს, რომ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Fars news-ი ირანის მოლაპარაკებათა ჯგუფის ერთ-ერთ წევრზე დაყრდნობით უარყოფს ინფორმაციას, რომ ქვეყანამ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თეირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი დათანხმდა აშშ-კატარის შეთანხმებას, რომელიც სრუტეზე კონტროლის ირანსა და ომანს შორის გაყოფას ითვალისწინებდა, „მცდარია“, - წერს Fars-ი.

გამოცემა ასევე ციტირებს ირანის სამხედრო წყაროს, რომლის თქმითაც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სრუტე დახურული რჩება ნებისმიერი გემისთვის, რომელიც ირანის რევოლუციურ გვარდიასთან კოორდინაციით არ იმოძრავებს.