1774598883
უცხოეთი
ირანული ძალების განცხადებით, იერიშს მიიტანენ რეგიონში მდებარე სასტუმროებზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან განთავსებულები
ირანული ძალები აცხადებენ, რომ საჰაერო იერიშს მიიტანენ რეგიონში მდებარე სასტუმროებზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან განთავსებულები. ამის შესახებ ინფორმაციას Timesofisrael-ი ავრცელებს.
„როდესაც ამერიკელი ძალები სასტუმროში შედიან, ჩვენი პერსპექტივიდან ეს სასტუმრო ამერიკული ხდება. უნდა დავდგეთ და ამერიკელებს ჩვენზე იერიშის საშუალება მივცეთ? როდესაც ვპასუხობთ, ბუნებრივია, უნდა დავარტყათ ყველგან, სადაც არიან“, - აცხადებს ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა აბოლფაზლ შეკარჩიმ.