Loading data...
ირანთან თითქმის ერთთვიანი ომის დროს, სულ მცირე, 303 ამერიკელი სამხედრო დაშავდა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ირანთან ომის დროს, რომელიც თითქმის ერთი თვეა გრძელდება, სულ მცირე, 303 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

„ოპერაცია „ეპიკური მძვინვარების“ დაწყებიდან დაახლოებით 303 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ამ დაზიანებების დიდი უმრავლესობა მსუბუქი იყო და 273 ჯარისკაცი სამსახურს დაუბრუნდა“, - განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანმა ტიმ ჰოკინსმა.

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა განაცხადა, რომ 10 ჯარისკაცი მძიმედ არის დაჭრილი.

ბოლო მონაცემებით, ომში კიდევ 13 ჯარისკაცი დაიღუპა, აქედან შვიდი სპარსეთის ყურეში და ექვსი ერაყში.

მედიის ცნობით, დაზიანებების უმეტესობა ქალა-ტვინის დაზიანებებია, რამაც შეიძლება მეხსიერების პრობლემები, შაკიკი, დაღლილობა და მრავალი კოგნიტიური დარღვევა გამოიწვიოს.

ოფიციალური პირის ცნობით, ჯარისკაცების დაშავების მიზეზი ირანულ დრონები და სხვა ასაფეთქებელ მოწყობილობებია, რომელთა მოქმედების ზონაშიც ჯარისკაცები მოხვდნენ.