ირანთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებების შემდეგ ნავთობი გაძვირდა
ირანის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარის შემდეგ, ნავთობი გაძვირდა. Brent-ის ტიპის ნავთობის ერთი ბარელის ფასმა 7,1%-ით მოიმატა და 119,19 აშშ დოლარი გახდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ამერიკული West Texas Intermediate 7,6%.-ით გაძვირდა და მისმა ფასმა 107 აშშ დოლარი შეადგინა ერთ ბარელში.
მანამდე ტრამპმა პორტალ Axios-ს განუცხადა, რომ ის ჰორმუზის სრუტის გახსნის წინააღმდეგია, ვიდრე თეირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება არ მოხდება. გაზეთი The Wall Street Journal არ გამორიცხავს, რომ ბლოკადა რამდენიმე თვეს გაგრძელდეს.
ამასთანავე, პენტაგონში განაცხადეს, რომ ირანთან ომი აშშ-ს 25 მლრდ დოლარი დაუჯდა. თანხების უდიდესი ნაწილი ჭურვებზე და რაკეტებზე მოდის. ამის შესახებ კონგრესში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ფინანსურ საკითხებში ჯულს ჰერსტმა განაცხადა.