Loading data...
ირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც 2026 წლის იანვრის საპროტესტო აქციებისას მეჩეთის დაწვის ბრალდებით დააკავეს

ირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელსაც ბრალი ედებოდა 2026 წლის იანვრის საპროტესტო აქციების დროს მეჩეთის დაწვაში. აღნიშნულის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც მედია წერს, ამირალ მირჯაფარს ბრალად ისრაელის დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებული ქსელის ლიდერობაც ედებოდა. სიკვდილით დასჯა უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და სამშაბათს დილით აღასრულა.

შეგახსენებთ, 2026 წლის იანვარში ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციები ფასების ზრდის გამო დაიწყო და მოგვიანებით ანტისახელისუფლებო აქციებში გადაიზარდა.