1753517736
უცხოეთი
ირანში სასამართლოს შენობაზე თავდასხმა მოხდა

ირანის ქალაქ ზახედანში სასამართლოს შენობაზე თავდასხმა მოხდა. არიან დაჭრილები და დაღუპულები. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელები სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ და იქ სროლა დაიწყეს. ორმხრივი სროლის დროს თავდამსხმელები მოკლეს.
ზახედანი სისტან-ბეუჯისტანის პროვინციაში მდებარეობს, სადაც ამბოხებული ბელუჯების შეიარაღებული დაჯგუფებები მოქმედებენ.