1773823001
უცხოეთი
ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული კაცი სიკვდილით დასაჯეს
ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული კაცი სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის სასამართლოს ცნობით, კაცი, სახელად კუროშ კეიანი, გასულ წლის ივნისში, ირანსა და ისრაელს შორის 12-დღიანი ომის დროს დააკავეს.
„დამნაშავე, რომელიც სიკვდილით დღეს დასაჯეს, ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადს“ ინფორმაციას აწვდიდა. მან მომზადება ექვს ევროპულ ქვეყანასა და თელ-ავივში გაიარა“, - წერს მედია.