ირანში ინტერნეტი თითქმის ერთი კვირაა, გათიშულია
კიბერუსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს NetBlocks-ის ცნობით, ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ფონზე, ირანელებს ინტერნეტთან წვდომა 156 საათზე მეტია, არ აქვთ.
NetBlocks-მა X-ზე განაცხადა, რომ კომუნიკაციის შეფერხებით გამოწვეული ონლაინ ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც უკვე მეშვიდე დღეა, გრძელდება, „რეჟიმის მხარდამჭერი ანგარიშების, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი სიყალბის და სხვა დღის წესრიგის გაძლიერებას იწვევს“.
კომუნიკაციების გათიშვამ ასევე გაართულა ირანში რეალურ დროში მიმდინარე მოვლენების გაგება.
საფრანგეთი განიხილავს Eutelsat-ის ტერმინალების ირანში გაგზავნას, რათა მოქალაქეებისთვის სატელიტური ინტერნეტკავშირი უზრუნველყოს.
Eutelsat-ი პარიზში დაფუძნებული თანამგზავრული ოპერატორია, რომელსაც დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრების ფლოტი ჰყავს, რომლებსაც ინტერნეტსერვისის მიწოდება კოსმოსიდან შეუძლიათ. მისი შვილობილი კომპანია OneWeb-ი ილონ მასკის Starlink-ის კონკურენტია, რომელიც ირანში მომხმარებლებს უფასო ინტერნეტზე წვდომას სთავაზობს.
⚠️ Update: #Iran's internet blackout has passed the 156 hour mark as the silence deepens after a brutal crackdown.
— NetBlocks (@netblocks) January 15, 2026
Meanwhile, the online information vacuum is resulting in the amplification of pro-regime accounts, AI fakes, and other agendas. pic.twitter.com/j3PSVGuFdF