1768193601
უცხოეთი
ირანში აქციების დროს 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ირანში საპროტესტო აქციების დროს, 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება იტყობინება, საპროტესტო აქციების განმავლობაში სულ 10 600 ადამიანი დააკავეს.
„დაღუპულთა შორის 490 მომიტინგეა, 48 კი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი“, - წერს მედიასაშუალება.
ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გასულ დღეებში ირანზე შესაძლო სამხედრო დარტყმების ვერსიები წარუდგინეს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება დემონსტრაციების ძალადობრივი ფორმით ჩახშობას თუ განაგრძობს, შეერთებული შტატები ამას მძიმე შედეგებით უპასუხებს.