Loading data...
„ირანს ისრაელზე თავდასხმა გადაწყვეტილი აქვს“ - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, ირანს ისრაელზე თავდასხმა გადაწყვეტილი აქვს. 

თეირანი სამოქალაქო ავიაციას აფრთხილებს, თავი აარიდონ ირანის საჰაერო სივრცეს - WSJ

როგორც The Jerusalem Post წერს, ისრაელს ირანის პოზიცია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ გაცნო. თავის მხრივ, სიიარტომ ეს ინფორმაცია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლისგან, ალი ბაგერისგან მიიღო.

„ირანმა გადაწყვიტა ისრაელზე შეტევა. მსოფლიომ ირანს ფასი უნდა მოსთხოვოს ნებისმიერი აგრესიული ქმედებისთვის, რომელსაც ის განახორციელებს”, - ციტირებს გამოცემა ისრაელ კაცის სიტყვებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმ ფონზე განაცხადა, როცა ორ ქვეყანას შორის შესაძლო პირდაპირი საომარი მოქმედებების თავიდან აცილების მიზნით, ინტენსიური დიპლომატიური კამპანია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ისრაელსა და ირანს შორის სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკურ ლიდერ ისმაილ ჰანიეზე განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდება. ისრაელს მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა, „ჰამასი“ სწორედ მას ადანაშაულებს ჰანიეს ლიკვიდაციაში.