1783867451
უცხოეთი
„ირანს ძალიან ძლიერად დავარტყით“ - დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ იერიშზე
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა „გასულ ღამეს ირანს ძალიან ძლიერი დარტყმა მიაყენა“.
„ამ ხალხს რაღაც სჭირს. გუშინ მათთან შეთანხმება გვქონდა. ისინი ყველაფერზე თანახმა იყვნენ, ყველაფერზე უარს ამბობდნენ. და შემდეგ, მოულოდნელად, ამის შემდეგ სულ რაღაც ორ საათში, მათ დრონით გემს დაარტყეს. ისინი ძალიან, ძალიან ბოროტი და ავადმყოფი ხალხია“, - განუცხადა ტრამპმა CNN-ის წამყვან ჯეიკ ტაპერს გადაცემაში State of the Union.
ტრამპის თქმით, მიერ კომერციულ გემზე განხორციელებული დრონით შეტევა გახდა მიზეზი, რის გამოც აშშ-მ იმავე ღამეს ძლიერი დარტყმები განახორციელა ირანის წინააღმდეგ.