1789049173
უცხოეთი
ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში დაწესებული 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერა
ირანმა ტვირთის გადაზიდვის გადასახადებზე დაწესებული 10%-იანი გადასახადები დროებით შეაჩერა იმ უცხოური გემებისთვის, რომლებსაც ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობი და გაზი გადააქვთ.
ნახევრად ოფიციალური სააგენტო Fars-ის ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულია მანამდე, ვიდრე მთავრობა დაამტკიცებს და გამოაქვეყნებს იმ პროდუქტების საბოლოო ჩამონათვალს, რომლებზეც ეს გადასახადი გავრცელდება. მოსაკრებლის შეჩერება მიზნად ისახავს გადაზიდვის ხარჯების შემცირებას და უცხოური საზღვაო კომპანიებისთვის ირანთან ვაჭრობის გაგრძელების წახალისებას.
ცნობისთვის, აშშ-ის საზღვაო ბლოკადამ ირანის საზღვაო ნავთობის ექსპორტი მკვეთრად შეაფერხა.