1774679006
უცხოეთი
ირანმა საუდის არაბეთში ავიაბაზაზე იერიში მიიტანა, დაშავდა, სულ მცირე, 12 ამერიკელი ჯარისკაცი - Reuters
ირანმა საუდის არაბეთში ავიაბაზაზე საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სულ მცირე, 12 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება იტყობინება, ირანის იერიში პრინც სულთანის ავიაბაზაზე მოხდა.
წყაროების თქმით, ორი ამერიკელის მდგომარეობა მძიმეა.
ინფორმაციისთვის, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში 300-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, 13 კი დაიღუპა.