1751141610
უცხოეთი
ირანმა რაფაელ გროსის ბირთვულ ობიექტებზე მისვლა აუკრძალა

ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელს რაფაელ გროსის ქვეყანაში ბირთვულ ობიექტებზე წვდომა შეუზღუდა, ხოლო IAEA-ს სამეთვალყურეო კამერების დაყენება აუკრძალა.
მედიის ცნობით, მიზეზად დასახელდა ის, რომ ამ გზით ისრაელმა „ბირთვული ობიექტის მონაცემები“ მოიპოვა.
ცნობისთვის, მანამდე თეირანმა ატომური ენერგიის სააგენტოს ნება დართო, შესულიყო და შეემოწმებინა ბირთვული ობიექტები, ასევე, გამოეყენებინა სათვალთვალო მოწყობილობები, რაც მნიშვნელოვანი ვალდებულებაა იმ ბირთვული შეთანხმების ფარგლებში, რომელიც თეირანმა 2015 წელს საფრანგეთთან, რუსეთთან, დიდ ბრიტანეთთან, აშშ-თან, გერმანიასა და ევროკავშირთან გააფორმა.