Loading data...
ირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი

ირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ინფორმაციას Timesofisrael-ი ავრცელებს. 

ისრაელის მედიის ცნობით, ირანულ რაკეტას კასეტური ბომბის ქობინი ჰქონდა, რომლის აფეთქების შედეგად პატარა ბომბები ფართო ტერიტორიაზე ჩამოცვივდა.

ირანის ბალისტიკური რაკეტის, სულ მცირე, ექვსი მცირე ბომბი ჩავარდა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. 

განგაშის ხმა ისმოდა ცენტრალურ ისრაელში, იერუსალიმის მიდამოებსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ზოგიერთ ნაწილში.