Loading data...
ირანმა ისრაელში ბენ-გურიონის აეროპორტსა და ბიოლოგიური კვლევის ცენტრზე იერიში მიიტანა

ირანმა ისრაელში რამდენიმე ობიექტი, მათ შორის ბენ გურიონის აეროპორტი, დაბომბა, - აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით იტყობინება. 

ამავე ინფორმაციით, სხვა სამიზნეებს შორისაა დამხმარე ბაზები, სამეთაურო და საკონტროლო ცენტრები და ბიოლოგიური კვლევის ცენტრი.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ თავდასხმა შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებით განხორციელდა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში.

დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.