Loading data...
ირანმა ისრაელის მიმართულებით 100 რაკეტა გაუშვა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევა კვლავ დაიწყო.

როგორც „ბიბისი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს, ირანმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ოპერაცია „ჭეშმარიტ დაპირება 3-ის“ მეორე ტალღის ფარგლებში 100 რაკეტა გაუშვა.  

„თავდაცვის სისტემები საფრთხის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. თქვენ უნდა შეხვიდეთ დაცულ ტერიტორიებზე და იქ დარჩეთ შემდგომ შეტყობინებამდე”,- აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. 

ისრაელის თავდაცვის ძალები მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

„დაცული ტერიტორიიდან გასვლა ნებადართული იქნება მხოლოდ მკაფიო ინსტრუქციის მიღების შემდეგ“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ისრაელის საჰაერო ძალები საფრთხის განეიტრალების მიზნით მოქმედებებს ახორციელებენ.