1788930392
უცხოეთი
ირანმა იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა
„ირანმა იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა“, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაშია აღნიშნული, შეერთებული შტატების მიერ ირანულ ტანკერებზე თავდასხმის საპასუხოდ იორდანიაში, ალ აზრაკის სამხედრო ბაზას ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს.
გარდა ამისა, ირანმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატების ორ სამხედრო გემზე მიიტანა იერიში.
„ირანი კვლავ ცდილობს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ხომალდებზე დარტყმის განხორციელებას და ყოველი ასეთი მცდელობის ან თავდასხმის შემთხვევაში, ისინი ტანკერებს დაკარგავენ,“ - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს კოლუმბიაში ვიზიტის დროს.