Loading data...
ირანმა ბაჰრეინის მიმართულებით დრონები გაუშვა

ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რამდენიმე ირანული დრონი დააფიქსირეს. მანამამ თეირანი სამშვიდობო ძალისხმევის საბოტაჟში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ პირველად გაუხსნეს ერთმანეთს ცეცხლი. 

ბაჰრეინის საგარეო უწყება „მტკიცედ გმობს დღეს გამთენიისას ირანული დრონების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე თავდასხმას, რაც მისი სუვერენიტეტის აშკარა დარღვევაა“ და აცხადებს, რომ ირანის თავდასხმები „სამშვიდობო ძალისხმევის საბოტაჟია“.

ცნობისთვის, აშშ-მა და ირანმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში დაადანაშაულეს.