აშშ-მა და ირანმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში დაადანაშაულა
ირანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეერთებული შტატების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის საპასუხოდ მან აშშ-სთან დაკავშირებულ მიზნებზე „თავდაცვითი ხასიათის“ იერიში განახორციელა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
სამშვიდობო შეთანხმების დარღვევას თეირანი ირანის წინააღმდეგ ამერიკული ავიაციის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებს ასახელებს. მანამდე კი 25 ივნისს ირანმა კამიკაძე დრონით სატვირთო გემს, Ever Lovely-ს შეუტია, რომელიც ჰორმუზის სრუტით, ომანის სანაპიროს მახლობლად გადაადგილდებოდა.
26 ივნისს კი აშშ-ის ცენტრალურმა სამხედრო მეთაურობამ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემზე იერიშის საპასუხოდ მან „მტკიცე პასუხის სახით“ ირანზე დარტყმები განახორციელა.
ირანული მედიის ცნობით, 26-27 ივნისს, ღამით აფეთქებების ხმები ისმოდა ირანის ქალაქ სირკში. ამერიკული ავიაციის შეტევები დაახლოებით საათ-ნახევარს გრძელდებოდა.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემდეგ გაერომ სპარსეთის ყურიდან ასობით გემის და 11 ათასი მეზღვაურის ევაკუაციის ოპერაცია შეაჩერა. ასევე ამ ფაქტმა ბირჟებზე კვლავ ნავთობის ფასის ზრდა გამოიწვია.