Loading data...
ირანმა ახალი „სარაკეტო ქალაქი“ წარადგინა, სადაც ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებია განთავსებული

ახალი „სარაკეტო ქალაქი“ ირანი

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) აეროკოსმოსურმა ძალებმა ახალი სამხედრო კომპლექსი - „სარაკეტო ქალაქი“ წარადგინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტზე სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე მათი გამშვები დანადგარებია განთავსებული.

ირანული მხარის განცხადებით, ბაზაზე შეიარაღების შესანახ სივრცეებთან ერთად საწარმოო ხაზებიც არის განთავსებული, რაც ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების პირობებშიც კი შეიარაღების უწყვეტ წარმოებას უზრუნველყოფს.

IRGC-ის სარდლობაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი წარმოების წყალობით ქვეყანას შეიარაღების დეფიციტი არ ემუქრება და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან, დარტყმა რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ნებისმიერ სამიზნეზე განახორციელონ.