1772538155
უცხოეთი
ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების განაცხადებით, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის დაწყებიდან, ქვეყნის მასშტაბით 780-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე თავდასხმა დაიწყეს, ქვეყნის მასშტაბით 780-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
„ოპერატიული ჯგუფების საველე ანგარიშების თანახმად, სამწუხაროდ, ამ თავდასხმებს 787 თანამემამულე შეეწირა“, - აცხადებს წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება.
მათივე ცნობით, 28 თებერვლიდან მოყოლებული, ირანის მასშტაბით 153 ქალაქსა და 500-ზე მეტ ადგილას 1 000-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა.