Loading data...
ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან პირველად ისრაელზე სარაკეტო იერიში ჰუსიტებმა განახორციელეს

ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან პირველად იემენელმა ჰუსიტებმა ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

ისრაელის რამდენიმე რაიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ჰუსიტების რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა გაანადგურეს.

თავად ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ მათ ისრაელის მიმართულებით უამრავი რაკეტა გაუშვეს და ისინი ისრაელის სამხედრო ობიექტებზე იყო მიმართული. ჰუსიტებმა ამ შეტევას ისრაელის მიერ ირანის, ლიბანის და პალესტინელების წინააღმდეგ დარტყმებზე პასუხი უწოდეს.

ჰუსიტები იემენური შიიტური დაჯგუფებაა, რომელსაც ირანი მხარს უჭერს.