ირანის წინააღმდეგ ომში მეშვიდე ამერიკელი სამხედრო დაიღუპა
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ომის დასაწყისში ირანის ერთ-ერთი თავდასხმის დროს დაშავებული ამერიკელი ჯარისკაცი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ცენტრალური სარდლობის ცნობით, სამხედრო მოსამსახურე 1-ელ მარტს საუდის არაბეთში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის დროს დაიჭრა.
„ეს ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ დროს საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული მეშვიდე სამხედრო მოსამსახურეა“, - აცხადებს ცენტრალური სარდლობა და დასძენს, რომ ჯარისკაცის ვინაობა ოჯახის წევრებისთვის შეტყობინების გაგზავნიდან 24 საათის განმავლობაში გასაიდუმლოებული იქნება.
CENTCOM Update
— U.S. Central Command (@CENTCOM) March 8, 2026
TAMPA, Fla. – Last night, a U.S. service member passed away from injuries received during the Iranian regime’s initial attacks across the Middle East. The service member was seriously wounded at the scene of an attack on U.S. troops in the Kingdom of Saudi Arabia…