Loading data...
ირანის საგარეო უწყება: აშშ-ის სანქციებში მონაწილეობა უკანონო ქმედებაში თანამონაწილეობაა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ვალდებულია თავი შეიკავოს თეირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების განხორციელებისგან.

თეირანის განცხადებით, ასეთ სანქციებში მონაწილეობა ნიშნავს სხვა დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე ერთი ქვეყნის „უკანონო ნების“ თავსმოხვევაში თანამონაწილეობას.

ირანის საგარეო უწყებამ, აშშ-ის ახალი ეკონომიკური ზომები უკანონოდ და „სახელმწიფო ტერორიზმად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ისინი მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქის ჯანმრთელობასა და საარსებო პირობებს საფრთხეს უქმნის.

თეირანი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები და აცხადებს, რომ ქვეყანა გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა დაიცვას თავი აშშ-ისრაელის სამხედრო და ეკონომიკური თავდასხმისგან.