Loading data...
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: ჰორმუზის სრუტის განაღმვით სამუშაოებს მხოლოდ ირანი განახორციელებს, კატეგორიულად ვურჩევთ საფრანგეთს, პროვოკაციებით სიტუაცია კიდევ უფრო არ გაართულოს

თეირანსა და ვაშინგტონს შორის ისლამაბადში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ჰორმუზის სრუტის ნაღმებისგან გაწმენდა მხოლოდ ირანმა უნდა განახორციელოს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს ეხებოდა.

კერძოდ, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და ომანი ერთად მუშაობენ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციისთვის და ითანამშრომლებენ პარტნიორებთან ჰორმუზის სრუტის განაღმვის საკითხში.

„განაღმვას მხოლოდ ირანი ახორციელებს და არცერთი სხვა ქვეყანა და ჩვენ ფუნდამენტურად არ დავუშვებთ მსგავს რამეს. სიტუაცია მგრძნობიარე და კომპლექსურია. ჩვენ კატეგორიულად ვურჩევთ საფრანგეთს, რომ თავისი პროვოკაციებით სიტუაცია კიდევ უფრო არ გაართულოს“, - დაწერა ღარიბაბადიმ.