ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ნეთანიაჰუს და ტრამპის ომი ირანის წინააღმდეგ სრულიად არაპროვოცირებული, უკანონო და არალეგიტიმურია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის დარტყმები მის ქვეყანაზე „არაპროვოცირებული, უკანონო და არალეგიტიმურია“ და გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „პირველ ადგილზე ისრაელის“ დაყენების გამო.
„[ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ] ნეთანიაჰუს და ტრამპის ომი ირანის წინააღმდეგ სრულიად არაპროვოცირებული, უკანონო და არალეგიტიმურია“, - აღნიშნა არაღჩიმ ირანის მასშტაბით აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო დარტყმების შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში.
„ტრამპმა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ გადააქცია „ისრაელი უპირველეს ყოვლისად“, რაც ყოველთვის „ამერიკა უკანასკნელს“ ნიშნავს“, - დაწერა არაღჩიმ სოციალურ ქსელში და გააზიარა ტრამპის 2012 წელს გამოქვეყნებული პოსტის ფოტო, რომელშიც მან გააკრიტიკა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოკითხვებში დაბალი მაჩვენებლების გამო, ლიბიაში, ან ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყების მცდელობისთვის.
„ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები ამ დღისთვის მზად არიან და იმ გაკვეთილს ასწავლიან, რასაც იმსახურებენ“, - დასძენს ირანის უმაღლესი დიპლომატი.
ცალკე გამოქვეყნებულ პოსტში არაღჩიმ აშშ და ისრაელი სამხრეთ ირანში გოგონების სკოლაზე განხორციელებული დარტყმის გამო გააკრიტიკა, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, 40 ადამიანი, მათ შორის სტუდენტები, დაიღუპნენ.
არაღჩი დარტყმის შემდგომ ფოტოს აქვეყნებს და წერს: „დანგრეული შენობა ირანის სამხრეთით მდებარე გოგონების დაწყებითი სკოლაა. ის დღისით, როდესაც პატარა მოსწავლეებით იყო სავსე, დაიბომბა. მხოლოდ ამ ადგილას ათობით უდანაშაულო ბავშვი მოკლეს. ირანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ეს დანაშაულები უპასუხოდ არ დარჩება“.
Netanyahu and Trump's war on Iran is wholly unprovoked, illegal, and illegitimate.
— Seyed Abbas Araghchi (@araghchi) February 28, 2026
Trump has turned 'America First' into 'Israel First'—which always means 'America Last'.
Our Powerful Armed Forces are prepared for this day and will teach the aggressors the lesson they deserve pic.twitter.com/xhiWydMyXy
The destroyed building is a primary school for girls in the south of Iran. It was bombed in broad daylight, when packed with young pupils.
— Seyed Abbas Araghchi (@araghchi) February 28, 2026
Dozens of innocent children have been murdered at this site alone.
These crimes against the Iranian People will not go unanswered. pic.twitter.com/AVqiuolgWm