Loading data...
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-ის კიდევ ერთი თავდასხმა ჩვენს პოლიტიკას არ შეცვლის

აშშ-ის მიერ სამხედრო კონფლიქტში დაბრუნება ირანს პოზიციის შეცვლას არ აიძულებს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა. 

„ბოლო დღეებში ახალი ომის შესახებ საუბრობენ. თუმცა მე უკვე იმაზე ვფიქრობ, რა იქნება ომის შემდეგ. ომი იქნება თუ არა, ჩვენი პოლიტიკა უცვლელი რჩება“, - აცხადებს აბას არაღჩი.

მისი თქმით, თუ აშშ და ისრაელი კვლავ დაესხმებიან ირანს, „მათ კარგად იციან, რომ შედეგი არ იქნება განსხვავებული იმისგან, რაც წარსულში განიცადეს“.

არაღჩი ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტის მართვის წესი ომამდელ მდგომარეობას აღარ დაუბრუნდება.

„ყველამ უნდა აღიაროს, რომ რეგიონში ფუნდამენტური და სტრატეგიული ცვლილებები მოხდა და აღარაფერი იქნება ისე, როგორც ადრე იყო… მათ შორის, არც ჰორმუზის სრუტე.

მიმდინარე ომმა ყველაფერი შეცვალა. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ახალი რეალობები დამკვიდრდა. ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მარშრუტები ისეთი აღარ იქნება, როგორიც ადრე იყო“, - აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრი.